სავალდებულო ავტოდაზღვევა მომავალი წლის 1-ლი მარტიდან ვერ ამოქმედდება, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიებსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ.
დაზღვევის ზედემხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებას ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს, რომელიც მისივე თქმით, ამ კანონს აამუშავებს.
„სიმარტივისთვის რომ გითხრათ, შეეხება ე.წ. მწვანე ბარათის ბიუროს ამოქმედებას. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც აფინანსებენ სადაზღვევო კომპაიები თავიანთი პრემიებიდან. ეს ბიურო გადაიხდის ზარალებს დაუზღვეველი, განუბაჟებელი, დაუდგენელი ან გატაცებული ავტომობილების მიერ მიყენებული ზიანის დროს“,- განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
- ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათი ავტომობილები უკვე 2015 წლის 1-ლი მარტიდან დაზღვეული უნდა ყოფილიყო. რა სტადიაშია კანონპროექტის მომზადება?
რთულ პროცესებთნ გვაქვს საქმე. კიდევ ერთი გვერდითი მოვლენაა. გაფორმებისა და ღირებულების საკითხი. პრემიის გამოთვლის სკითხს, რომელიც უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ, სჭირდება სპეციალური სადაზღვევო მათემატიკა. პრემიის გადასახადი დამოკიდებულია დაფარვის ღირებულებაზე. სიტყვაზე, თუ მილიონიანი ლიმიტით არის დაფარვა, ერთი პრემიაა, თუ ათმილიონიანით, მეორე პრემიაა და ა.შ. ახლა სწორედ ამაზე მიდის მუშაობა, რომ პარლამენტს რამდენიმე სცენარი შევთავაზოთ და მან შეარჩიოს საზოგადოებისათვის ყველაზე სასარგებლო და ოპტიმალური ვარიანტი. ის, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება ასევე სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღურების დროს.
- თუ არის განსაზღვრული, რა დაუჯდებათ ავტომობილის მფლობელებს მანქანის დაზღვევა?
ჯერ არ არის დადგენილი. ეს თანხები დამოკიდებულია ბოლო რამდენიმე წლის ყველა ავარიის, მათი შეფასებია, ყველა სამედიცინო დაზიანების, ადამიანების გარდაცვალების და ინვალიდობების რაოდენობის სტატისტიკაზე, რომელიც მოპოვებაც რთულია. ჩვენ პარლამენტს მინიმუმ 3 ვარიანტს შევთავაზებთ.
წყარო: გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






