საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა. შესაბამისი რეიტინგი კომპანია Gallup Healthways -მა გამოაქვეყნა.
რეიტინგში ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება: მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური დაცულობის გრძნობა, ახლობლებთან ურთიერთობა, ცხოვრების მიზანი და ფიზიკური ჯანმრთელობა.
რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პანამაა.
პირველ ათეულში ასევე კოსტა-რიკა, დანია, ავსტრია, ბრაზილია, ელ-სალვადორი, ურუგვაი, შვედეთი, კანადა და გვატემალა შევიდა.
ყველაზე უბედურები კი სირიელები, ავღანელები, კონგოელები, მადაგასკარელები, უგანდელები, ხორვატიელები და ქართველები არიან.
კვლევების ავტორთა განცხადებით, შედარებით ღარიბი ლათინური ამერიკის ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვედრა ადგილობრივმა მენტალიტეტმაც შეუწყო ხელი, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ოპტიმისტები არიან. აშშ რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა.
წყარო: argumenti.ge
მასალის გამოყენების პირობები






