სურსათიის სააგენტომ "თაღლაურა" დახურა
საზოგადოება - 17:24, 17 Sep, 2014     6481

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანის'" კუთვნილი სახინკლე "თაღლაურა" დახურა.

სხვა დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა N2, რის გამოც "თაღლაურა" დაიხურა და შპს "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი'" დაჯარიმდა 1000 ლარით.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაიხურა ასევე რძის პროდუქტების სექცია ახალციხის აგრარულ ბაზარში (შპს "სავაჭრო ცენტრი ახალციხე"), სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების (არაჟანი, რძე, კარაქი) შენახვა-რეალიზაციის პირობები, კოროზირებული იყო ხორცის დასაკიდი კაუჭები. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.

ფორმა N2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისა და სხვა დარღვევებისათვის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს "მარი 97".

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში დახურეს ი.მ "ვაგრამ ადუმიანის" რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის შენობაში წარმოების პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაობი; არ ჰქონდათ სამაცივრე დანადგარები, რის გამოც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული ინვენტარი და მწერები - ასეთია იმ დარღვევების ჩამონათვალი, რის გამოც რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დაიხურა, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

ანტისანიტარიისა და ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევისთვის დაიხურა ბათუმში, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს"ჰოფას" კუთვნილი საშაურმე, სადაც ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42