
როგორც ცნობილია თბილისის მერიამ „სითი პარკს“ ერთ თვიანი ვადა მისცა, რათა კომპანიამ მერიას ხელშეკრულების ახალი პროექტი წარუდგინოს.
აღნიშნულ საკითხზე გაზეთი „ალია“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.
„ველოდები რა მოხდება ამ თვის ბოლომდე, ვნახოთ ერთი, „სითი პარკი“ რა სახის ხელშეკრულებას წარმოუდგენს მერიას. თუმცა, ეს ჩემს პოზიციას არ შეცვლის. „სითი პარკი“ უნდა გავაძევოთ ქალაქიდან და მისი წარსული საქმიანობა, სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
- თუმცა, თუ მერიამ „სითი პარკს“ ცალმხრივად გაუწყვიტა კონტრაქტი, მაშინ კომპენსაციის სახით რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ამ კომპანიას. არც ისე იოლი გასაძევებელი უნდა იყოს.
„მე ვიცნობ მაგ კაბალურ მუხლს და გპირდებით, „სითი პარკი“ უპრობლემოდ წავა თბილისიდან, მერია მინიმალური დანაკარგებით გაუშვებს კომპანიას. მთავარია, ეს მერიის ხელმძღვანელობამ მოინდომოს. ეს როგორ უნდა გაკეთდეს, მე კარგად ვიცი, კონკრეტული სქემა და გეგმა მაქვს შემუშავებული. ამ ეტაპზე იმის შესახებ, მით უფრო დეტალებზე, ვერ ვილაპარაკებ. აი, როცა ამ დოკუმენტაციას გამოვამზეურებ, ამ გეგმის შესახებაც მერე ვიტყვი“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






