ხმაური ხულიგნობაა-ჯარიმები ფეიერვერკების სროლაზეც წესდება
საზოგადოება - 16:49, 17 Sep, 2014     5210

დედაქალაქის საკრებულო, უახლოეს დღეებში, ქალაქის ტერიტორიაზე ,საზოგადოებრივ სივრცეში, ხმაურზე რეგულაციების შემოღებაზე იწყებს მუშაობას. საუბარია, რესტორნებში, კლუბებეს და ბარებში ხმამაღალ მუსიკასა და ხმაურეზე. ასევე, ფეირვერკებზე, რომელსაც ხშირად ღამის საათებში ისვრიან.

სიახლის თანამხად, თუკი თქვენს მიერ შექმნილი ხმაური, დადგენილ ჩარჩოებს გასცდება და შესაბამისი სამსახურების მიერ ხულიგნობად დაკავლიფიცირდება, ამ ხმაურისთვის კანონის ძალით დაისჯებით. საკრებულოში თვლიან, რომ ღამის გარკვეულ საათებში ხმაურისაათვის ჯარიმა სოლიდური უნდა იყოს. საკითხზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და იურიდიული კომისიები მუშაობენ.

"ალიას" თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ესაუბრა:

„სამსახურის უფლებამოსილებაშია, კონკრეტული მოქალაქის ჩივილის შემთხვევაში ადგილზე მივიდეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი. სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გაზომოს ხმაურის დონე დეციბალებში და თუ დაადგენს, რომ ხმაური დონე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს სცდება (საუბარია 40 დეციბალზე), ანუ ხმაური ფიქსირდება საღამოს 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, ასეთ შემთხვევაში ხამურის შემქმნელი დაჯარიმდება.

ხმაურს არ აქვს მნიშვნელობა. ეს მშენებლობით იქნება გამოწვეული, მუსიკით, ყვირილით თუ სიმღერით. ხმაური ხმაურია, რიგ შემთხვევებში კი ეს ხმაური ხულიგნობაა. გააჩნია, როგორ ჩარჩოებში მოვაქცევთ“,- აცხადებს თედო კობახიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული კონკრეტული ჯარიმა. კობახიძის განცხადებით, ჯარიმა არ იქნება კაბალური, მაგრამ არც ფორმალური იქნება.

„თუ დაჯარიმებული ჩათვლის, რომ უსამრათლოდ სჯიან, ასეთ შემთხვევაში, ამ დაჯარიმებულს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და იქ გაარკვიოს საკითხი“,- განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ.


გაზეთი: "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42