საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 72 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საზოგადოება - 14:02, 17 Sep, 2014     2182
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 72 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა.
ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ. კრწანისის სასწავლო ცენტრში მშობლის სტატუსით იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე. ისინი რიგითი ნიკოლოზ ალასანიას ფიცის დადების ცერემონიალს პირადად დაესწრნენ.
ღონისძიების შემდეგ, მშობლებს საშუალება ქონდათ წვევამდელებს გასაუბრებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა და მისმა მეუღლემ ნიკოლოზ ალასანიას და დანარჩენ წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიარეს. ამ ხნის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება, სამხედრო წესდება და ტაქტიკა. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისი“-ს დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ერთი წლის განმავლობაში ბაზის დაცვის ფუნქციებს შეასრულებენ.
დღესვე, „კრწანისში“ გამოფენა მოეწყო, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42