ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ქალაქის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე მსჯელობენ. დღის წესრიგით ათი საკითხის განხილვაა დაგეგმილი. ქალაქის მერმა სხდომის დასაწყისში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობის პირველმა პირებმა გააკეთეს განცხადება, რომ მომავალში საჭიროა „ქამრების შემოჭერა“, ეს არ აისახება რიგითი თბილისელების ცხოვრებაზე.
„ჩვენი ოპონენტებისგან მოვისმინე, რომ თურმე რადგან ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დავიწყეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს რაღაც დააკლდება ან საინვესტიციო პროექტები შემცირდება. ჩვენ იმიტომ მივმართეთ სესხის აღებას, რომ ხალხს არაფერი დააკლდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ჯანდაცვითი კუთხით დაფინანსება არ შემცირდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დედაქალაქში არსებული საბავშვო ბაღების ზამთრისთვის მოსამზადებლად. მისი თქმით, ბაღებში გამათბობელი სისტემის შეკეთებასა და დამონტაჟებზე 1 მილიონი ლარი დახარჯება. გარდა ამისა, დაგეგმილი კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის აშენება.
როგორც მერმა აღნიშნა, თბილისში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სულ 10 საკითხს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






