ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს
საზოგადოება - 10:46, 17 Sep, 2014     1642

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონული გნვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელები სახელმწიფო რწმუნებულებს-გუბერნატორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ასევე, იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მხარეების ხელმძღვანელებს ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და, ზოგადად - ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე.

გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა.

ამის გათვლისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას. გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას, ამ კუთხით, სახელმწიფოს ორგანიზაცია GIZ გაუწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42