შსს-ს აკადემიაში „112“-ის ოპერატორებისთვის სტრესის მართვის ტრენინგი ტარდება
საზოგადოება - 10:01, 17 Sep, 2014     1541

შსს-ს აკადემიაში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებისათვის სპეციალურად დაგეგმილი, სტრესის მართვის ტრენინგი ტარდება. ტრენინგის ძირითადი თემებია: „კრიზისის დროს ქცევა“, „ნეგატიური სტრესის გავლენა“, „ემოციურად რთული ზარების მართვა“ და „პერსონალური ფსიქოჰიგიენის შენარჩუნება“.

გამომდინარე იქიდან, რომ „112“-ის თანამშრომლებს ხშირად უწევთ სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობა, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციების მართვა და კონტროლი.

„112“-ის ოპერატორები და დისპეტჩერები კრიზისული სიტუაციების დროს ადამიანის მოქმედებების შესახებ სემინარს დაესწრებიან და მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება სტრესი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, დამოკიდებულებებსა და კომუნიკაციაზე. ისინი გაეცნობიან იმ ძირითად მიგნებებს, რა ხერხებით უნდა აიცილონ თავიდან სამუშაო სტრესი და გადაღლა, რათა მათი მოქალაქისადმი თანაგრძნობა არ გახდეს შემდგომში მათივე სტრესში ჩავრდნის მიზეზი.

ტრენინგი „112“-ის ოპერატორებს ხელს შეუწყობს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში და ემოციების მართვის უნარების შეძენაში ნებისმიერი სტრესული სიტუაციის დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42