ღონისძიება ხვალ 17 სექტემბერს, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში“ შედგება (თბილისი, ჩაჩავას ქ. 8)
როგორც ,,ნიუპოსტს“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება პროექტის პარტნიორი აზერბაიჯანის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ეროვნული კონფედერაციის (ASK), სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირისა (RUEA) და ღონისძიების მასპინძელი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით.
,,მსოფლიოს ძალზედ ცოტა ქვეყანაში იღებენ ქალები მონაწილეობას ბიზნესში ისევე სრულფასოვნად, როგორც მამაკაცები. შესაბამისად, ქალი მეწარმეების წინაშე არსებობს საკუთარი თავის სრულად რეალიზების პრობლემათა სპექტრი. ამ სპექტრიდან ტიპიური პრობლემებია ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მეწარმეობის განათლების პრობლემა.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოთ და გამოვნახოთ ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მეწარმეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციაზე უპირველესად ყურადღება გამახვილდება მსოფლიოში ზოგადად ქალთა მეწარმეობის სიტუაციაზე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების ფარგლებში ბიზნეს გაერთიანებების მხრიდან ამ სფეროში საქმიანობის გაძლიერების ინსტრუმენტებზე. აღნიშნულის შემდეგ შსო-ს მიერ მხარდაჭერილი ქალი მეწარმეების მდგომარეობის კვლევის ანალიზის საუძველზე ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ არსებული პრობლემებს და სამომავლო პერსპექტივებს ქალთა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით. კონფერენციის მესამე ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება გერმანიის ქალ მეწარმეთა გაერთიანების (VdU) მხრიდან საუკეთესო გამოცდილებების გაცნობა და რეკომენდაციების გაზიარება, შემდგომში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ქალთა მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
კონფერენციას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. ღონისძიებას დაესწრებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, გერმანიის ქალ მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ქალი მეწარმეები, საქრთველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
საკონტაქტო პირი: თამთა გერგედავა – 599 47 44 30
მასალის გამოყენების პირობები






