თავისუფლების ქარტია
ლინკი:https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1381526&lang=ge
მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები
ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს :
ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;
ბ ) საქართველოს თავდაცვის ა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების ოპერატიულიქვედანაყოფების მოსამსახურეებს ;
გ ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ;
დ ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სა განმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს , პრორექტორებს , დეკანებს და კათედრებ ის გამგეებს ; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს , მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს .
მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა
1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები , რომლებიც 1921წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ :
ა) ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისდღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ):
ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე ;
ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე , გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან ;
ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეც იალურ სამსახურებთან ;
ბ) ყოფილი სსრკ - ი ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები , რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისგამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებშიმუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც , სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე , უარი ეთქვათ დამოუკიდებელისაქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ;
გ ) ყოფილი სსრკ - ი ს და საქართველოს სსრ -ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კ ომიტეტ ებ ის წევრები , რაიონული დასაქალაქო კომიტეტ ებ ის მდივნები ;
დ ) ყოფილი სსრკ -ის და საქართველოს სსრ -ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტ ებ ისბიურო ები ს წევრები ;
ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე .
2. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები , რომელთაშესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან .
კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული დანაწესის თანახმად ვახტანგ ყოლბაია უკანონოდ და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც 1984-1990 წლებში იყო გალის რაიკომის მდივანი. რაც დადასტურებულად ასახულია მის ბიოგრაფიაში, რომელიც განთავსებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდზე.
კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივა’’ მოუწოდებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტს, კანონით დადგენილი წესით, გაათავისუფლონ ვახტანგ ყოლბაია დაკავებული თანამდებობიდან, თავისუფლების ქარტიით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






