დევნილთა სამინისტროსთან ხმაური იყო. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.
სამინისტროსთან შეკრებილებმა სამეგრელო-ზემო სხვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეხვედრა ითხოვეს, თუმცა მალხაზ ჟვანიამ უარი თქვა, რის შემდეგაც მას ეზოდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ვითრება პოლიცამ განმუხტა.
„ახლა ვითხოვეთ იმას, რომ გამოსახლდეს ეს ხალხი, ჩვეულებრივად.. კანონს ხომ „აწვებიან“ ესენი. კანონში თუ ეწერა, რომ წერილობით უნდა მიგვეღო პაუხები იმაზე რომ ჩვენი ბინები ამ ეტაპზე არ გვეკუთნოდა, რატომ არ მივიღეთ ეს წერილი?“,- აღნიშნავს მანან მიაქაია.
„კომისია შექმნილი არის და მუშაობს შესაბამისად დამატებითი ახალი კომისიის შექმის საჭიროება ამ შემთხვევაში არ არის“,- განაცხადა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურად აბლოთია.

მასალის გამოყენების პირობები






