ქართველი სამხედროები ISAF-ის მისიაში გააცილეს
გორში, V ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროები უკვე მზად არიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.
ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიესალმა და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ჩვენი მე-5 ბრიგადის 51-ე ბატალიონი მოემზადა უკვე წასასვლელად და მისიის გასაგრძელებლად ავღანეთში. მე ვიცი, რომ საბრძოლო მზადყოფნა არის ძალიან მაღალი, ყველა შეფასებით მათ აქვთ აბსოლუტურად ყველა ცოდნა იმისთვის, რომ წარმატებულად განახორციელონ მისია. 80 პროცენტი ჩვენი ჯარისკაცების, ვინც მიდის, პირველად იქნებიან მისიაში, ამიტომ ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელმძღვანელობას, მეთაურებს ადგილზე. ყველა პირობა შექმნილია იმისთვის, რომ მათ საკუთარი მისია წარმატებით განახორციელონ და ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადეთ მათ, როგორც ჩვენ, ასევე, ნატოს ხელმძღვანელობამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავღანეთშიც, როგორც კი ჩავლენ ადაპტაციის პერიოდს სწრაფად გაივლიან და მშვიდობით დაგვიბრუნდებიან უკან ექვს თვეში.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. ქართველი სამშვიდობოები მამა გიორგიმ დალოცა და ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით განხორციელება უსურვა. კაპელანი ქართველ სამშვიდობოებს ავღანეთშიც მიყვება.
51-ე ბატალიონი ავღანეთში პირველად მიემგზავრება და საერთაშორისო მისიას ბაზა „ბაგრამზე“ განახორციელებს. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, კონვოის ოპერაციები და დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები შეისწავლეს. ქართველმა სამხედროებმა ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობის მეთოდებიც დახვეწეს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა