რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, თბილისის მერიის წარმომადგენლები, დღეს ფონიჭალა-რუსთავის გზის მონაკვეთზე გაეცნენ.
გიორგი ამაშუკელი, ზვიად ძიძიგური და დავით ჯიქია ავტომაგისტრალის მშენებელ კომპანია ,,სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" წარმომადგენლებს და გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და მათგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
,,დღეის მდგომარეობით, აქტიურ ფაზაშია პირველი და მესამე ლოტის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია. ობიექტზე 250 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა. სულ მალე ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებთ აღნიშნული მონაკვეთის მეორე ლოტზე, რის შემდეგაც დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. მეორე ლოტის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში და ვფიქრობთ, რომ უკვე გაზაფხულისთვის გამოვაცხადებთ ტენდერს", - აღნიშნა ამაშუკელმა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ბეტონის საფარი უკვე დეკემბერში დაიგება.
"მე კარგად მახსოვს, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს არჩევნების წინ, როგორ შეკრიბა მერიის თანამშრომლები და გამოაცხადა, რომ ვიწყებთ მშენებლობასო, როცა არც პროექტი არსებობდა და არც ტენდერი იყო ჩატარებული. ეს ექვს კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც რუსთავს უერთდება, ბეტონით დეკემბერში დაიფარება", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ რუსთავი-თბილისის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.
,,მშენებლობის დასრულების შემდეგ გზის ეს მონაკვეთი გაფართოვდება და გარდა ამისა, თბილისამდე ჩასვლა გაცილებით მოკლე დროში იქნება შესაძლებელი. გზის სივიწროვის გამო ძალიან ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია გზა განიტვირთება და შესაბამისად, ავარიების რაოდენობაც შემცირდება", - განაცხადა დავით ჯიქიამ.
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის 22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა, პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რაზეც 88 761 128 ლარია განსაზღვრული. ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 250 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 150 ადგილობრივი მუშა-ხელია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მიწის, რკინა-ბეტონის ხიდებისა და სხვა საჭირო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის ,,თბილისი-წითელი ხიდის" (ახერბაიჯანის რესპიბლიკის საზრვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა