შემოსავლების სამსახური გურჯაანის ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 19:18, 15 Sep, 2014     2278

გურჯაანის ე.წ. „გლეხურ ბაზარში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს.

კერძოდ, საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები: ივერი წურწუმია, ლევან ზაქარაძე, დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე 2014 წლის 13 სექტემბერს მივლინებით კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.

"გურჯაანში, ბაზარში არსებულ სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებში სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურის განხორციელებისას გაირკვა, რომ ი/მ მალხაზ ჩალათაშვილი სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ ხორცის რეალიზაციას სალარო აპარატის გარეშე ეწეოდა, რაც საქართველოს საგადასახადი კოდექსის 281-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს გადამხდელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც მიმდებარე ტერტორიაზე მომუშავე მეწარმეების შეკრება და მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს მიზანმიმართულად შეეზღუდათ კანონით დაკისრებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

გარდა ამისა, მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს მთავარი ოფიცრის, დავით დანელიას მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება, რის შედეგადაც ადგილზე გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია და სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები ივერი წურწუმია და ლევან ზაქარაძე გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე საკუთარი ნებით გამოცხადდნენ პოლიციის შენობაში.

პოლიციის შენობაში ივერი წურწუმიას, ლევან ზაქარაძეს, დავით დანელიას და ნიკოლოზ გვენეტაძეს ჩაუტარდათ ალკოტესტი. ტესტის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში.

ი/მ მალხაზ ჩალათაშვილის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსკ-ის 281 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 270 მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია - გაფრთხილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42