მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:35, 15 Sep, 2014     4078
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, 12 სექტემბრის მდგომარეობით ლონდონში Brent ნავთობის ფასი შეადგენს 97,11 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 92,27 დოლარს/ბარელზე.

ნავთობის ფასის შემცირება განპირობებული იყო ძირითადად ლიბიაში ნავთობის მოპოვების ზრდით და აშშ-დან ნავთობის ექსპორტის დაწყებით (პირველად 1970 წლის შემდეგ); მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერაყში არსებული კრიზისმა გავლენა ვერ მოავლინა როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე. ასევე უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (MEA) განცხადება. კერძოდ, სააგენტომ შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი და აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის შენელებით ევროპასა და ჩინეთში.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა სანავთობო სფეროსთვის ბოლო დღეებში აშშ-სა და ევრო კავშირის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის სანქციების დაწესება. კერძოდ, სანქციები შეეხოთ რუსეთში ნავთობის სფეროში მოქმედი კომპანიების 90%-ს, ხოლო გაზის სფეროში მოქმედი კომპანიების 100%-ს. სანქციები შეეხოთ ისეთ გიგანტურ ენერგეტიკულ კომპანიებს, როგორებიცაა „როსნეფტი“, „გაზპრომი“, „ტრანსნეფტი“. ამერიკის მხრიდან სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე პირველად კერძო ნავთობკომპანიები, როგორებიცაა „ლუკოილი“ და „სურგნეფტგაზი“. დაწესებული სანქციების თანახმად, აღნიშნულ კომპანიეებს არ ექნებათ წვდომა ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ნავთობის მოპოვების ასათვისებლად და დაზვერვითი საქმიანობისათვის არქტიკულ შელფზე, ღრმა წყლიან ზონაში და ფიქალის საბადოებზე. კომპანიებს ასევე არ ექნებათ წვდომა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კაპიტალზე დაფინანსებისათვის.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის - საუდის არაბეთის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 85 დოლარის ოდენობით ბარელზე (რუსეთის ბიუჯეტი - 96 დოლარის ოდენობით ბარელზე). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 85 დოლარს ქვევით არ წავა.

ნავთობის ფასის კლების პარალელურად, შემცირებულია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ფასის მკვეთრი შემცირება დაიწყო 8-10 სექტემბრის შემდეგ, ხოლო მთელი აგვისტოს პერიოდი და სექტემბრის დასაწყისი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით ერთ დიაპაზონში იყო. ფასის შემცირების მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ის აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს ბაზარზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42