როგორც ,,ნიუპოსტს“ საპრეზიდენტო ბიბილიოთეკიდან აცნობეს, ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციად იქცა ყველაზე წარმატებული აბიტურიენტების პრეზიდენტთან შეხვედრა. წელს კი, ეს ღონისძიება თავად სტუდენტების ინიციატივით ტარდება. მათ მიმართეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას, რომლის ორგანიზებით საუკეთესო აბიტურიენტებს მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრება და სტუმრების შეკითხვებს უპასუხებს. აბიტურიენტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.
ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014/2015 სასწავლო წლის ბოლოს, ის 2 საუკეთესო აბიტურიენტი, რომელიც ასევე უმაღლესი შედეგებით დაამთავრებს პირველი სასწავლო წლის 2 სემესტრს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო სტაჟირებაზე გაემგზავრება ლიდერობის ახალ საერთაშორისო ინსტიტუტში (New International Leadership Institute).
მასალის გამოყენების პირობები






