დღეიდან 781 დასახელების მედიკამენტის შეძენას მოსახლოება კვლავ ურეცეპტოდ შეძლებს. ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
დავით მაჭარაშვილის განმარტებით, ურეცეპტოდ გასაცემ სიაში გადავიდა ანალგინი-ბარალგინის საინექციო ფორმები, ანთების საწინააღმდეგო და გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები.
„700-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გადავიდა მესამე ჯგუფის მედიკამენტთა ნუსხაში. მათი გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე. ბრძანებას უკვე მოეწერა ხელი და მედიკამენტების რაოდენობამ 781 შეადგინა. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ანალგინი-ბარალგინის საინექციო ფორმები, ანთების საწინააღმდეგო და გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საერთო ჯამში, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული დასახელების რაოდენობა 5 307 შეადგენს, ხოლო ურეცეპტოდ გასაცემი, მესამე ჯგუფის მედიკამენტთა ნუსხაში 4 234 დასახელება შედის.
ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სიაში მოხვდა: კეტონალი, ვოლტარენი, დიკლოფენაკი, მოვალისი, პაპავერინი (ამპულები, სპაზმოლიზური), დიბაზოლი - ამპულები, ნოშპა - ამპულები, სპაზოლიზური, ეუფილინი, სულფოკამფოკაინი, ბეტასეკი. ვიტამინები – ამპულები, ვიაგრა, ნოვოკაინი, ლიდოკაინი – ამპულები. ცეპტრალი. მალამოები და გარეგანი მოხმარების საშუალებები – სინტომიცინი, ჰიდროკორტიზონი და ლორინდენი, პრედნიზოლონი, ზოვირაქსი, ანალგინი – ამპულები, რინგერის საინექციო ხსნარი.
მასალის გამოყენების პირობები






