,,აიფიემის“ კვლევა: როგორია საქართველოში მთავრობის წარმატების მოლოდინის ინდექსი
საზოგადოება - 13:59, 15 Sep, 2014     2198
კომპანია „აი ფი ემ კვლევები“ ახორციელებს მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევას. მთავრობის წარმატების ინდექსი გულისხმობს მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობების შეფასების შედეგად მიღებულ კვლევით მონაცემს, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებულად/წარუმატებლად მიიჩნევს მოსახლეობა მთავრობის მოქმედებებს მიმდინარე პერიოდისათვის (მთავრობის მუშაობის ეფექტურობის ინდექსი), თუ რამდენად გამოიღებს მთავრობის მუშაობა მომავალი წლების განმავლობაში შედეგს (მოლოდინის ინდექსი) და ამ ორი ინდექსის ბაზაზე გამოთვლილ მთავრობის ჯამურ რეიტინგს. სამივე ინდექსი ითვლება საქმიანობის რამდენიმე პრინციპული მიმართულებისათვის.

როგორც ,,ნიუპოსტს" კომპანია ,,აიფიემში" განუცხადეს, კვლევის მიზანია აჩვენოს, როგორ აფასებს საზოგადოება მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს სხვადასხვა მიმართულებით, აგრეთვე დაეხმაროს მთავრობას საკუთარი მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში.

გრაფიკზე მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის მოლოდინის ინდექსი ივლისი-აგვისტოს თვეებისთვის, აგრეთვე ამ მონაცემების შედარება 2008 წლის მდგომარეობასთან.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ზოგადად მთავრობის წარმატების მოლოდინი 2008 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. განსაკუთრებით შემცირებულია ეკონომიკური საქმიანობის, დასაქმების და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით გატარებული პოლიტიკის მიმართ. მაშინ, როდესაც 2008 წელს ეკონომიკური საქმიანობის წარმატების მოლოდინი 51 ერთეულს უტოლდებოდა, დღეს ის შემცირებულია და 26 შეადგენს.

როგორც ჩანს, მოსახლეობის განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა წინა და ახალი მთავრობის პირობებში. ერთის მხრივ, ნაკლები მოლოდინი ნაკლები პრობლემაა მთავრობისთის, მეორეს მხრივ, მოლოდინი არის რესურსი, რომლის რეალიზაციის ხარისხი არის სწორედ მთავრობის წარმატების ბაზა. ცხადია, რომ როგორც მოლოდინის, ასევე მიმდინარე საქმიაობის ეფექტურობის ინდექსები ცვალებადია დროში, თუმცა ცვალებადობის მაღალი ხარისხი ცალსახად მიანიშნებს კრიზისული მდგომარეობის ხარისხზეც. სექტემბერ-ოქტომბრის ტალღების გამოქვეყნებისას გამოჩნდება, თუ რამდენად მყარია და ნაკლებად ცვალებადი თბილისის მაცხოვრებელთა დამოკიდებულება მთავრობის ცალკეული საქმიანობებისადმი.

რაც შეეხება, მთავრობის ზოგად შეფასებას - მთავრობის საქმიანობის რეიტინგს, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა მთავრობისადმი, მთავრობის მუშაობის შეფასება, როგორც მოკლე, ისე სამომავლო პერსპექტივაში; მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება.

თუკი გრაფიკს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მონაცემები სხვადასხვა სფეროებისთვის ერთგვაროვანი არ არის, პირიქით, საზოგადოების შეფასება მთავრობის საქმიანობის სხვადასხვა სფეროების მიმართ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და დიფერენცირებულია.

ორი სფერო, რომლის მიმართ რადიკალური დამოკიდებულებები გამოიკვეთა, არის ერთის მხრივ - დასაქმება, როგორც მთავრობისთვის ყველაზე პრობლემატური სფერო აღმოჩნდა და მეორეს მხრივ - პოლიცია და მასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომელიც სხვა მიმართულებებთან შედარებით, მოსახლეობისთვის მეტად მისაღებია.

ზოგადად, მთავრობა უფრო მეტ სფეროში იღებს დადებით შეფასებას, ვიდრე უარყოფითს, თუმცა უარყოფითი შეფასება მთავრობის საქმიანობის ისეთი ასპექტების მიმართ, როგორებიცაა ეკონომიკური საქმიანობა, დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა მიუთითებს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მთავრობის გაცილებით უფრო აქტიური და ქმედითი მუშაობაა საჭირო.

კვლევა უწყვეტი ხასიათიასაა, „აი ფი ემი“ ყოველთვიურად გეგმავს კვლევის მომდევნო ტალღების განხორციელებას.


დამატებითი ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ:

მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევა ხორციელდება სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხება 600 რესპონდენტი (თითოეული ტალღის ფარგლებში). რესპონდენტები არიან თბილისის მაცხოვრებლები, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

კვლევაში გამოყენებული იქნება სამი ინდექსი:

  • მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი– გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

  • წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

  • მთავრობის საქმიანობის რეიტინგი– ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42