1 ოქტომბრიდან საკაბელო ტელევიზიების ბადეს ახალი არხი „მარაო რუსთავი 2“ ემატება. არხის ხელმძღვანელი მაია ასათიანია, გადაცემებზე კი „პროფილის“ გუნდი იმუშავებს. ახალი არხი თბილისში ყველა საკაბელო ბადეში იქნება, დასაწყისისთვის ახალ ტელეარხს 18-საათიანი მაუწყებლობა ექნება.
არხი გასართობი გადაცემებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც ცნობილი სახეები წარუძღვებიან.
ნინა წკრიალაშვილი გადაცემა „გარდერობს“ წაიყვანს, სადაც ცნობილი ადამიანების სამოსს გაეცნობა მაყურებელი.
თიკო სადუნიშვილი გადაცემა „ვარსკვლავური სახლების“ წამყვანი იქნება.
გადაცემა „ერთგულების ტესტის" წამყვანი ნიკა გრიგოლია იქნება, გადაცემაში ცნობილი ქალბატონების მეუღლეებს ერთგულებაში გამოცდას მოუწყობენ.
შორენა ბეგაშვილი გადაცემა „ჭირვეულის მორჯულებას“ წაიყვანს, ერთი კვირით ის ცნობილი მამაკაცის „მეუღლე ხდება“ , კვირის ბოლოს კი მას გამოაქვს ვერდიქტი როგორი ქმარი იყო, ესა თუ ის მამაკაცი.
გადაცემა „შეიცვალეს" წამყვანები ნუკი კოშკელიშვილი და თიკა ფაცაცია იქნებიან. სადაც კონკიას ისტორიები გათამაშდება.
ცეკვის ტელეგაკვეთილებს - გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა წარუძღვებიან. თავისი გადაცემა ექნება ოთო ფოლადაშვილსაც.
გადაცემას ფიზიკურ ვარჯიშზე ქრისტინე იმედაძე წაიყვანს.
კულინარიის შესახებ გადაცემის წამყვანი მანანა კაზაკოვა იქნება, ხოლო სამედიცინო გადაცემა „რეცეპტს“ ნინო ნადირაძე-კუზანოვა წაიყვანს.
სახელოვანი ქართველების შესახებ, ლიკა ბერაია საავტორო გადაცემაში ისაუბრებს. გადაცემის, სახელად “სელფის" წამყვანი კი მარიამ გაფრინდაშვილი იქნება.
წყარო: "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






