სანიკიძემ მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო
საზოგადოება - 10:45, 15 Sep, 2014     1887

133-ე საჯარო სკoლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

მინისტრმა იმ დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც 2014 წლის სასწავლო პროცესიდან დაიწყება.

„ყველას მივულოცავ სწავლის დაწყებას საჯარო სკოლებში. წელს, ზოგადი განათლების ნაწილში გვაქვს ძალიან ბევრი და კარგი სიახლე, სიხალეები არის როგორც ინფრასტრუქტურის და სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგების კუთხით ასევე სიახლეების არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ჩვენ წელს დავამატეთ ექიმის კაბინეტები და ექიმის მომსახურება, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეეხება მეორე უცხო ენის სწავლებას“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

• 2014-2015 აკადემიური წლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე განხორციელებულია დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი, მათ შორის: მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო გახდა მე-5 კლასიდან ნაცვლად მე-7-კლასისა, განისაზღვრა სადამრიგებლო საათის თემატიკა დაწყებით კლასებში, ის ორიენტირებული გახდა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე.

• გრძელდება უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა. 2014 წლის სექტემბრიდან 500 000-მდე მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოებით.

• სასკოლო ავტობუსები მოემსახურება 1000-ზე მეტ სკოლას. შესაბამისად ტრანსპორტის მომსახურებით ისარგებლებს 53 000-ზე მეტი მოსწავლე.

• სექტემბრიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდება საპილოტე რეჟმში.

• ფსიქოლოგის მომსახურებაზე 700-ზე მეტი სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, დაიგეგმა ფსიქოლოგიური ცენტრების საქმიანობის გადახედვა-გაფართოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42