თბილისის უბნებს დღეს ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდებათ.
"თელასის" ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის IX, X, XI კვარტლების, კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, მესხიშვილის, მუშათა, კელაპტრიშვილის და ძმობის ქუჩების 3894 აბონენტს.
10:00-15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ქებურიას, ძმობის, ასკურავას, კიკნაძის, მიქატაძის და ჩხიკვაძის ქუჩების 1445 აბონენტს.
დიდგორის რაიონში კი, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ. კოჯრის, კიკეთის, დიდების და ბეთანიის 864 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს, ბოჭორიძის და კოდორის ქუჩების 680 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III და V მიკრორაიონების 538 აბონენტს.
კრწანისის რაიონში - გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულუას ქუჩების 30 აბონენტს.
ვაკის რაიონში - 11:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის 209 აბონენტს.
სამგორის რაიონში - შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის 422 აბონენტს.
გლდანის რაიონში – 10:00- 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და ანდრონიკაშვილის ქუჩების 486 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00- 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის 303 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში კი, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თამარ მეფის, სამღერეთის და აბასთუმნის ქუჩების 511 აბონენტს.
ისნის რაიონში – 10:00-17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის და ქეთევან წამებულის ქუჩების 81 აბონენტს.
დიდუბის რაიონში კი, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის 322 აბონენტს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






