აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
პირადად მე, როცა ასევე მლანძღავენ, ჩემთან ერთად ჩემი ოჯახის წევრებსაც ლანძღავენ და მემუქრებიან, ასევე უცნობი თუ ნაცნობი პიროვნებები, ქალები თუ კაცები, პაპები თუ ბებიები, ბიჭები თუ გოგოები, სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები, სხვა და სხვა სამინისტროს მოხელეები, ჟურნალისტები თუ სტუდენტები, სკოლის მოწაფეები, ჩემივე კოლეგები, მღვდლები და მათი მრევლი, თანაც მლანძღავენ და მემუქრებიან წლების განვმავლობაში, ყოველდღე, გაუთავებლად, ნებისმიერ ფორმატში - ესემესით, სატელეფონო ზარით, ქუჩაში სიარულისას, სახლში მოვარდნით თუ სხვა და სხვა ვებ-გვერდზე, ნებისმიერ სოციალურ ქსელსა და სივრცეში... მეღიმება... და მერე აღარც მახსოვს.
მეღიმება და არაფერს ვიმახსოვრებ, რადგან ვიცი რასთან მაქვს საქმე... როცა მეუბნებიან, მოდი ყოველ მათგანს პასუხი გავცეთო, ასევე მეღიმება და ვამბობ: - „პატიება. მოთმინება. გაძლება და გამარჯვება. ესაა ჩემი გზა. აპატიეთ თქვენც და გაიმარჯვებთ.“
ვფიქრობ ამ სიტყვებიდანაც ყველაფერი გასაგებია.
ჩემდა საბედნიეროდ მე თქვენ არ ამირჩევიხართ. არ ამირჩევია არც უტიფარი უვიცობა და არც გარყვნილი სასიყვარულო სამკუთხედი - მოქალაქე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. რადგან დიდია ჩემსა და თქვენს შორის განსხვავება და სხვა არის არჩევანი. სწორედ ეს განსხვავება და ეს არჩევანი ცხოვრების მნიშვნელობად მიმაჩნია. უკვე ვიცი და ვხედავ, ეს განსხვავება და ეს არჩევანია ამქვეყნად საერთოდ ყველაფრის აზრიც.
დავით დეფი
მასალის გამოყენების პირობები






