მთავარი პროკურატურის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საზოგადოება - 16:17, 13 Sep, 2014     2494

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაცია, რომელსაც მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ხელმძღვანელობდა, ქ. ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ პროკურორ ჰასან ერბილს და იუსტიციის მინისტრ ბეკირ ბოზდაგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანმშრომლობის საკითხები. მხარეებმა ერთთმანეთს გააცნეს და გაუზიარეს გამოცდილება მათი უწყებების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიაში. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურის მუშაკთა შორის მომავალში ერთობლივი სემინარებისა და ტრეინინგების, ასევე გაცვლითი სასწავლო პროგრამების ჩატარების თაობაზე. ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტში, სადაც ისაუბრეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს შორის ერთობლივი ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის დანერგვის შესახებ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, რომელსაც საქართველოს მთავარ პროკურორთან ერთად წარმოადგენდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე, ასევე პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები, თურქეთის მხარის მოწვევით თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით სამი დღე იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42