„კაზანტიპის“ დეტალები გიორგი სიგუასგან
საზოგადოება - 14:02, 13 Sep, 2014     3525

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ "რუსთავი 2"- ის გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ფესტივალ „კაზანტიპთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

სიგუას განცხადებით, მოსაზრება რომ „კაზანტიპის“ საქართველოში გადმოტანა ყირიმის ანექსიის გამო მოხდა მცდარია.

„ძალიან ხშირად ფიქრობენ რომ ნიკიტა არის უკრაინელი და კაზანტიპი არის უკრაინული და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ეს ფესტივალი გამოიქცა უკრაინიდან. ეს მოსაზრება არის მცდარი, კაზანტიპის აუდიტორიის 70 % არის რუსი, ნიკიტაც არის მოსკოველი რუსი. მასზე ფესტივალის ყირიმში ჩატარება არავითარ დისკომფორტს არ მოახდენდა“, - აცხადებს სიგუა.

სიგუას თქმით, მისი ვიზიტი მოსკოვში მარშუნოკთან და ის დაპირებები რაც მან მარშუნოკს მისცა შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი მოხდა ამ დაპირებების გადათქმა.

„დაპირება იყო უსაფრთხოება, რომელიც შესრულდა ხუთიანზე. დაპირება - სარეკლამო მხარდაჭერა არ განხორციელდა, პირდაპირ კვირიკაშვილის დავალებით. დაპირება -ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა არ განხორციელდა, კაბელიც კი მარშუნოკის ჯიბიდან გახდა საყიდელი. დაპირება- მიწის გადაცემა 10 წლიანი იჯარით არ განხორციელდა და კაზანტიპს მიწა გადასცეს მხოლოდ 10 დღით. ჩატარდა ფოკუსები, ცხრასვლიანი კომბინაციები და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელი არ მოეწერა ნიკიტა მარშუნოკთან კონტრაქტზე, რადგან ჩაითვალა რომ ნიკიტა მარშუნოკი არის ეშმაკის მოციქული და ეშმაკისგან გამოგზავნილი. როდესაც მე მივდიოდი მარშუნოკთან მოსალაპარაკებლად, კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ალბათ ჩათვალეს რომ ჩვენ აქ უნდა მოგვეწყო ალეგროვას და კირკოროვის კონცერტი, კარგად არ ქონდათ გათავისებული რაზე იყო ლაპარაკი. მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილს ქონდა შეხვედრა სასულიერო პირებთან მან მე მითხრა, რომ არ სურს იყოს ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება სასულიერო პირებს და ამიტომ უმჯობესია ეს ღონისძიება ჩავშალოთ, ჩვენ თვითონ დავხარჯოთ ფული და ჩავატაროთ რაღაცა. მე არ დავთანხმდი რადგან ეს იქნებოდა წყალში გადაყრილი თანხა, ჩვენ გავხდებოდით დასაცინი, როცა გყავს ინვესტორი რომელიც კაპიკს არ გთხოვს აქეთ მოაქვს ფული და უზარმაზარი ინვესტიციები და როგორ შეიძლება ამის ნაცვლად შენ სახელმწიფო ფული აიღო და დახარჯო , ამაზე მე უარი განვაცხადე.“- აცხადებს სიგუა.

გიორგი სიგუამ კომენტარი კომპანია „სნოსთან“ დაკავშირებითაც გააკეთა „არა მარტო დაფინანსება და სპონსორობა ქონდათ განზრახული „სნო“-ს, არამედ მათ უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ წყლის ექსკლუზიური გამყიდველები, რაც იყო საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი, მაგრამ სნოს ამას იღებდა სრულიად უფასოდ, შეთანხმება ბოლომდე იყო მისული. მაგრამ შემდეგ რაც ჟურნალისტებმა ამოქექეს ეს ამბავი, ჩათვალეს რომ უმჯობესი იქნებოდა დისტანცირება მოეხდინათ ამ ფესტივალიდან.“- განაცხადა სიგუამ.

სიგუას განცხადებით, ის აპირებს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის მსოფლიო საფესტივალო ტურისტულ ცენტრად გადაქცევა.

„უკვე 4 ფესტივალი მზად არის სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, მაისიდან ოქტოიმბრის ჩათვლით ეს ადგილი გააცოცხლოს და აქციოს მსოფლიო ახალგაზრდული ტურიზმის მექად. დარწმუნებული ვარ რომ პრემიერ-მინისტრისგან მხარდაჭერა მექნება, მაგრამ არ მაქვს იმედი კვირიკაშვილის მხარდაჭერის“, - აცხადებს სიგუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42