გერმანიაში საქართველოს საელჩო უარყოფს განცხადებას, თითქოს გერმანიაში გარდაცვლილ ზაზა კულუას გადმოსვენებასთან დაკავშირებით საკონსულო სამსახურმა ოჯახს დახმარება არ აღმოუჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩი განცხადებას ავრცელევს.
„როგორც დამკრძალავი ბიუროს შერჩევა, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება უშუალოდ საკონსულო სამსახურის ჩარევით განხორციელდა. გარდა ამისა, უფასოდ იქნა მომზადებულ გადმოსვენების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია; მიღწეულ იქნა დამკრძალავ ბიუროსთან შეთანხმება გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების გადავადების შესახებ. პარალელურ რეჟიმში, საელჩო მონაწილეობს გადასვენებისთვის აუცილებელი თანხის შეგროვების პროცესში. ასევე საელჩო მადლობას უხდის გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეს, ქეთევან ჯანჯიბუხაშვილს, გარდაცვლილის ოჯახისათვის უანგაროდ გაწეული დახმარებისათვის.
გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა, რომ გარდაცვლილი ზაზა კულუას გადმოსვენება უმოკლეს ვადებში განხორციელდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტუბერკულიოზით დაავადებული ზაზა კულუა 4 სექტემბერს გარდაიცვალა. ის გერმანიაშია სამკურნალოდ იყო წასული, თუმცა ტუბერკულიოზის მძიმე ფორმის გამო გერმანელმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები






