საქართველოში Tommy Hilfiger-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა
საზოგადოება - 21:40, 12 Sep, 2014     5915

მაღაზიის გახსნას 11 სექტემბერს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა. Tommy Hilfiger-ის მაღაზიაში გახსნას ცნობილი ადამიანები, მომღერლები, მოდის ბლოგერები, დიზაინერები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ თაკო ჩხეიძე, დათო ხუჯაძე, მაკა ზამბახიძე, გენო მალაზონია, თეა აგლაძე, დიანა ქვარიანი, ლალი ტოტიკაშვილი და სხვ.

მაღაზიაში მისულ მომხმარებელს, Tommy Hilfiger-ის ქალისა და მამაკაცის სამოსის, აქსესუარების და ფეხსაცმლის უახლესი ევროპული ხაზის კოლექცია დახვდა.

226 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიის ინტერიერში, შერწყმულია ტრადიციული და თანამედროვე მიმდინარეობები, რომელიც Tommy Hilfiger-ის სტილს განასახიერებს. ინტერიერში მრავლადაა ორიგინალური არქიტექტორული ელემენტის ეკლექტიკური ნაზავი, ანტიკური ავეჯი, გრაფიკული ნამუშევრები და აქსესუარები. თბილისის მაღაზიის დახვეწილი სტილი Tommy Hilfiger-ის გლობალური ფლაგმანების - ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, ტოკიოს და ლოს ანჯელესის მაღაზიების ანალოგია.

Tommy Hilfiger-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში 1200 მაღაზიით არის წარმოდგენილი. მათ შორის ფლაგმანი მაღაზიები მსოფლიოს ექვს ადგილას მდებარეობს: Fifth Avenue, New York (სექტემბერი 2009); Champs-Élysées, Paris (ნოემბერი 2010); Brompton Road, London (2011 წლის აგვისტო); Omotesando, Tokyo (აპრილი 2012); Regent Street, London (ნოემბერი 2012); და Robertson Boulvared, Los Angeles (2013 წლის თებერვალი). ბრენდის წამყვანი მაღაზიები მდებარეობს ამსტერდამში, პეკინში, ბერლინში, ბოგოტაში, ბუენოს აირესში, დუბლინში, დუსელდორფში, კიოლნში, ფლორენციაში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ჰელსინკში, ჰონკონგში, სტამბოლში, ლონდონში, ლუქსენბურგში, მადრიდში, მეხიკოში, მაიამიში, მონრეალში, მოსკოვში, მუმბაიში, მიუნხენში, ნიუ-იორკში, ოსაკაში, პანამა სითიში, სანტიაგოში, სან პაულოში, სეულში, შანხაიში, სინგაპურში, სიდნეიში, ვანკუვერში, ვენასა და ციურიხში.

Tommy Hilfiger-ი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ტანსაცმლის დიზაინერების ჯგუფში შედის და ქმნის ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსის მაღალი ხარისხის ხაზს. არჩეული ლიცენზიის საშუალებით ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს დამატებითი სტილის პროდუქციებს, როგორებიცაა სპორტული სამოსი: ფეხსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი გოლფის მოყვარულთათვის, სამოსი მოცურავე მომხმარებლებისთვის, სათვალეები, საათები, ჩანთები, ტყავის აქსესუარები, სამგზავრო ჩანთები, წინდები, სუნამოები, სახლის და აბაზანის აქსესუარები, მამაკაცის და ქალის თეთრეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42