პატრიარქმა ქობულეთში მომხდარი ინციდენტის გამო გულისტკივილი გამოთქვა
საზოგადოება - 19:12, 12 Sep, 2014     2903

საქართველოს საპატრიარქო თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა თავმჯდომარის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქობულეთში მომხდარ ინციდენტსაც.

„დღეს, 12 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საქართველოს საპატრიარქოში უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა თავმჯდომარეს, პროფესორ, დოქტორ მეჰმედ გორმეზს და მის თანმხლებ პირებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა და დიდი სურვილი ურთიერთთანამშრომლობისა და შექმნეს ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს სხვა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ დააყენა თურქეთში საქართველოს ეკლესიის სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, ცალმხრივად უკვე არის განსაზღვრული.

ასევე კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა თურქეთში რამდენიმე ქართული ტაძრის (არდაშენი, ხახული, იშხანი) ამოქმედების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს.

პროფესორმა, დოქტორმა მეჰმედ გორმეზმა კი გამოთქვა იმედი, რომ აღდგება აზიზიესა და ახმედის მეჩეთები და დასძინა, რომ თურქეთში ქართველებს აქვთ საშუალება რელიგიური თავისუფლების გამოხატვისა.

მისმა უწმინდესობამ გულისტკივილი გამოთქვა 10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი მუსლიმების შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი ფაქტის გამო, რასაც პროფესორი, დოქტორი მეჰმედ გორმეზიც დაეთანხმა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სინანულით დასძინა ისიც, რომ თურქეთშიც ხდება აღმაშფოთებელი მოვლენები ქართულ ძეგლებთან მიმართებაში. განსაკუთრებით კი სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის გამოძიებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეებში ქართული ძველი სალოცავის დანგრევის დანაშაულებრივი ფაქტი ისტორიულ ლაზეთში, ქ.ფაზარის (სოფელი ოჩიგი, იგივე ათინა) გარეუბანში, რაც 2013 წლის 14 მაისს მოხდა და ამის შესახებ ხელისუფლებასაც ეცნობა. როგორც ქობულეთში, ისე ფაზარში მომხდარი ფაქტი შეფასდა პროვოკაციად.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42