სოზარ სუბარი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში
საზოგადოება - 17:03, 12 Sep, 2014     1547

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან.

პროტოკოლით, პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ მინისტრთან, გაცნობითი ხასიათის უნდა იყოს, მაგრამ როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, სამინისტროს ფუნქციებიდან და აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს არაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრამ სამუშაო ფორმატს თავი, ცხადია, მაინც ვერ დააღწია.

ბატონმა ელგუჯა გვაზავამ მინისტრს გადასცა უმაღლეს საბჭოში მომზადებული დოკუმენტი ”დევნილთა სოციალური მდგომარეობის შესახებ” და გაამახვილა ყურადღება მის ცალკეულ პუნქტებზე.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა მოწოდებულია ყველა რეალურად არსებული რესურსი მოახმაროს შეჭირვებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ღია ცის ქვეშ, უბინაოდ დარჩენილი ადამიანების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ვინაიდან ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამიტომაც უპირატესობების მინიჭება მოხდება ცალკეული დევნილი ადამიანისა და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით და არამც და არამც ნაცნობობითა და ნათესაობით.

თავიანთი მოსაზრებები გააცნეს სტუმარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დევნილთა საყოფაცხოვრებო, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმუშავებს გამართულად, ხარვეზების გარეშე, ჩაატარებს ტენდერებს, ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც კი შეეძლება რაიმე სახით სიკეთე მოუტანოს შეჭირვებაში მყოფ დევნილებს და იქნება ღია და გამჭვირვალე.

სამართლიანად, ობიექტურად და კანონის სრული დაცვით აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მინისტრის განცხადებით, აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და მას ამ თანამშრომლობისაგან პოზიტიური შედეგების დიდი იმედი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42