მედია ექსპრეტი ია ანთაძე ექს-პრემიერის მიერ ჟურნალისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს. "ნიუპოსტთან" საუბარში ანთაძე ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება მოსაზრებაში, რომ მედია არ შეიძლება იყოს ხელშეუხებელი. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანს აქვს უფლება აკრიტიკოს მედია.
„მიმაჩნია, რომ არაფერი ახალი ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს იმისგან განსხვავებული, რასაც ამბობს ხოლმე. ვეთანხმები იმაში, რომ მედია არ შეიძლება იყოს ხელშეუხებელი და ცხადია, მედიას და ხელისუფლებას ერთამენთთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ან მედიას არ ეძლევა სიმართლის თქმის საშუალება ან მედია საუბრობს პრობლემებზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე რეაგირება არ ხდება. ნებისმიერ ადამიანს აქვს გააკრიტიკოს მედია და საზოგადოება გადაწყვეტს ვინ არის მართალი“, - აცხადებს ანთაძე.
თუმცა მისი თქმით, მედია ზოგადი სიტყვაა და არ შეიძლება ყველა მედიასაშაულება „ერთ ქვაბში მოიხარშოს“.
„კი ბატონო, გააკრიტიკოს, მაგრამ მთავარია, რომ ივანიშვილის განცხადების გამო ჟურნალისტები არ დაბრკოლდნენ. მგონი არავინ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შიშთ გული გაგვისკდეს იმის გამო, თუ ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონება ჩვენი ნათქვამი.
არაფერი პრობლემა არ არის იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი მედიას აკრიტიკებს. თუ მოუსმენს მედია და უბიძგებს ივანიშვილი მათ რომ გახდნენ პროფესიონალები, უკეთესი იქნება.
რაც შეეხება იმსახურებს თუ არა მედია კრიტიკას, ძნელი სათქმელია. ზოგი იმსახურებს, ზოგი - ქებას. არ შეიძლება მთელი მედია ერთ ქვაბში მოვხარშოთ“, - აცხადებს ანთაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთომობს და „ამ თემას ძალიან ხშირად შეეხება“. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ექს-პრემიერი აცხადებს, მედია ტაბუდადებული თემა ვერ იქნება, რადგან იქ მომუშავე ადამიანებიც ვალდებულები არიან დაექვემდებარონ კონტროლს.
მასალის გამოყენების პირობები






