დავით ნარმანია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
საზოგადოება - 14:30, 12 Sep, 2014     1446

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდა.

ელჩმა დავით ნარმანიას მერად არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვა, მათ შორის ტურიზმის , საგანმანათლებლო და მუნიციპალური სერვისების სფეროში.

დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ესტონეთის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა. „ესტონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ, განსაკუთრებით დედაქალაქებს შორის მუნიციპალური სერვისების მენეჯმენტის და სტანდარტების შემუშავების კუთხით“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების განვითარება, ასევე გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერის წინსაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი დედაქალაქის მწვანე ქალაქად და მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევაა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს როგორც ესტონეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დავით ნარმანიამ ესტონეთის დედაქალაქის მერი ოქტომბრის ბოლოს, „თბილისობის დღესასწაულზე“ მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42