თბილისის მერის მოადგილე ლიტერატურული ფესტივალის „ლიტ-ტური“ გახსნას დაესწრო
საზოგადოება - 11:54, 12 Sep, 2014     1020

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ლიტერატურული ფესტივალის „ლიტ-ტური“ გახსნას დაესწრო.

ალუდა გოგლიჩიძემ თბილისის მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ ამგვარი ფესტივალები თანამედროვე მსოფლიოში ლიტერატურული და, ზოგადად, კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, საქართველო ამ პროცესის თანასწორუფლებიანი და ღირსეული კონტრიბუტორი უნდა იყოს.

„თბილისის მერიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ფესტივალის ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილებაა, მომავალშიც ხელი შეგიწყოთ, რათა «თბილისის ლიტერატურული ფესტივალი» ტრადიციად იქცეს საერთაშორისო ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. გვჯერა, საქართველოში მოღვაწე ლიტერატორებს და დედაქალაქის კულტურულ საზოგადოებას, აქვს პოტენციალი, რათა ეს მისია აღასრულოს და ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინოს მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე,“ - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ მისასალმებელ სიტყვაში.

მისივე თქმით, თბილისის მერია კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, „ქართული კულტურის განვითარების ცენტრთან“ და სხვა ორგანიზატორებთან, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი სტუმრის მოსაზიდად, რათა საქართველოს დედაქალაქი მკაფიოდ ჩანდეს ევროპის „ლიტერატურულ რუკაზე“.

ლიტერატურის ფესტივალი “ლიტ-ტური” თბილისში 11 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბრამდე გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42