ცნობილი გახდა, რომ წუხელ, ასლან აბაშიძის შვილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო დააკავეს.
როგორც ვიცით, გიორგი აბაშიძე საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. თბილისი პატარა ქალაქია და მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა, რატომ ჩამოვიდა აბაშიძე საქართველოში და რა მიზანი ამოძრავებს მას.
ჭორების დეტალებიც მალე გავრცელდა - აბაშიძის ჩამოსვლის მიზეზი ეკო ფანგანი გახლავთ. ამბობენ, რომ გიორგი აბაშიძე მოდელ ეკო ფანგანზეა შეყვარებული, თუმცა თავად ფანგანი ამას უარყოფს.
მოდელის „ფეისბუქ“ გვერდზე ფოტოც დიდი ხანია განთავსებულია, სადაც აბაშიძე და ფანგანი ერთად არიან აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, ეკო ფანგანი, ყოფილ შეყვარებულთან ბექა ჩხაიძესთან შერიგებასაც უარყოფს და ამბობს, რომ მასთან შერიგება დაშორების შემდეგ ერთი წუთითაც კი არ სდომებია, - "არ ვიცი, ბექას პირად ცხოვრებაში რა ხდება, ჩემს პირადს კი ჩემთვის შევინახავ".

მასალის გამოყენების პირობები






