შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 09:44, 12 Sep, 2014     695

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სახელმწიფო კომისია იკრიბება ყოველთვიურად და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ
გამოწვევებზე, ისევე როგორც შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე.

სხდომაზე უწყებებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება მიმდინარეობს ეფექტურად და სიტუაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კუთხით სტაბილურია.

მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომისიის საქმიანობის პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის პროექტი, რომელიც სახელმწიფო კომისიამ “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” კანონის შესაბამისად უნდა გამოაქვეყნოს.

სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად.

შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, სოფო კილაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვამ საქართველოში, რაც კანონის ეფექტურობაზე მიუთითებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლის მაისიდან, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის 26 ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო აგვისტოში 11 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების კლების ტენდენიაზე მეტყველებს.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ 1 მაისიდან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მინიმუმამდე დავიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანა საზღვარზე. თუ 1 მაისამდე აღნიშნული ნივთიერებების ინტერნეტით გამოწერის და საქართველოს საზღვარზე შემოდინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველთვიურად, 1 მაისის შემდეგ მხოლოდ ერთ ან ორ შემთხვევას აქვს ადგილი.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისი–აგვისტოს პერიოდში საზღვარზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 6 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ასევე ამ ნივთირებებების საქართველოში შემოტანის კლებაზე და ახალი რეგულაციის ეფექტურობაზე მიუთითებს.

სხდომაზე უწყებების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიის „ონლაინ ბანკის“ შექმნის კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42