სატყეო ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი 2 თვიან სასწავლო კურს გარემოს დაცვის სამინისტროში გაივლის
საზოგადოება - 19:14, 11 Sep, 2014     1438
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში “სტაჟირება საჯარო სამსახურში“, სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სატყეო ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი 2 თვიან სასწავლო კურსსა და საველე პრაქტიკას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაივლის.

სწავლის დასრულების შემდეგ, მომავალი ტაქსატორები ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმდებიან და საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ტყეების ინვენტარიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

დღეს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ სატყეო ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადების სასწავლო კურსის დაიწყება მიულოცა.

პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგების მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტყეთმომწყობის - ტაქსატორების მომზადება და მათი აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი ექსპერტები ჩაუტარებენ.

“ინვენტარიზაცია ქვეყანაში სატყეო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტაქსაციის განხორციელება საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ რეალურად თუ რა ბუნებრივ რესურსს ვფლობთ, შევიმუშავოთ ტყის მდგრადი მართვის სტრატეგია და სწორად დაიგეგმოს სატყეო -სამეურნეო ღონისძიებები “- განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42