აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტატისტიკას აქვეყნებს
საზოგადოება - 18:26, 11 Sep, 2014     2580

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აჭარამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ტურისტებს უმასპინძლა. 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტთა 10,41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სტატისტიკას სასტუმროების მიერ მოწოდებული დატვირთულობის მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი. გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა ყაზახეთი (+63,4%), რუსეთი (+37,6%), სომხეთი (36,8%), აზერბაიჯანი (+35,7%), ბელორუსია (+35,7%), პოლონეთი (+28,4%), უკრაინა (+17,6%), ლიტვა (14,5%). სასტუმროების მონაცემებით აჭარას სულ 344 274 ტურისტი სტუმრობდა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენში აცხადებენ, ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტში მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.

დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 30%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო 11%-ითაა გაზრდილი ბათუმში საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა.

საზღვრის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: უკრაინა (+101%), ბელორუსია (+86%), პოლონეთი (+80%), აზერბაიჯანი (+38%), ყაზახეთი (+28%), რუსეთი (+15%), ისრაელი (+9%). განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლები აქვს კუვეიტს (+149%) და საუდის არაბეთს (+67%). გასულ წელთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ასევე ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკაში : ესტონეთი (+186%), დიდი ბრიტანეთი (+57%), ლიტვა (+39), გერმანია (+ 21%).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42