სახალხო დამცველი ქობულეთის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:17, 11 Sep, 2014     1784

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქობულეთში მედრესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან (მედრესი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა მშენებლობის ფაქტის გაპროტესტების მიზნით, გადაკეტა ქუჩა.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას, იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინციდენტი არ გამოიწვევს რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას და ვითარების ესკალაციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციას. ამავდორულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

წინამდებარე საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული მოცემულ მომენტში იმყოფება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ხვდება ადგილობრივ მუსლიმებს. საკითხის შესწავლის შედეგები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42