წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად საქართველო ADB-ის დაფინანსების IV ტრანშს ოქტომბრის თვეში მიიღებს
საზოგადოება - 17:49, 11 Sep, 2014     1353

ქვეყნის 7 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოები შეუფერხებლად გაგრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, პროექტის ძირითადი დამფინანსებლის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა „ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აღებული სესხის IV ტრანშის დეტალები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველო აღნიშნულ სესხს, შემჭიდროებულ ვადებში, მიმდინარე წელსვე მიიღებს, რაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას მისცემს 7 ქალაქის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის პროცესი დააჩქაროს.

ADB-ის წარმომადგენლებმა 2013-14 წლებში ქართული მხარის მიერ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს პროგრესი დღეს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებასთან, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად, პროცესებში კვლავ აქტიურად ჩაერთვება და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42