დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტაჟირების კურსი 14 ყოფილმა პატიმარმა წარმატებით დაასრულა
თბილისის იუსტიციის სახლში ყოფილ პატიმართა სტაჟირების პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე პროგრამაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს შეხვდნენ.
შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით კომპანია „Geo Co“-ს გენერალური დირექტორი ვახტანგ ნიკოლავა დაესწრო, რომელიც რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის გამორჩეული პარტნიორია. საკუთარ სამშენებლო კომპანიაში ვახტანგ ნიკოლავამ პროგრამის ბენეფიციარი 11 პატიმარი სხვადასხვა სამუშაოზე დაასაქმა.
„დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ის პროგრამა, რომელიც ჩემი ინიციატივით დაწყო 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ეს არის ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში 600-ზე მეტ პატიმარს მივეცით პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. მათგან არაერთი უკვე რეაბილიტირებულია და თავს გრძნობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა სტაჟირების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ყოფილი პატიმრების სტაჟირებისათვის იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამა განახორციელა.
„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა... ყოფილ პატიმარზე ზრუნვა არის საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისაგან… მე კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელს მოვუწოდებ, დაგვიკავშირდნენ, მიბაძონ სხვა კომპანიებს და სახელმწიფოსთან ერთად იმუშაონ თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 11 ბენეფიციარის დამსაქმებელ კომპანია „Geo Co“-ს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამა 6 თვეს მიმდინარეობდა. ყოფილ პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განევითარებინათ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც სამუშაოს მოძიებაში დაეხმარებათ. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ყველა ეტაპი წარმატებით 14-მა ბენეფიციარმა დაასრულა.
პროგრამის განხორციელების მიზნით საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ მოლაპარაკებას აწარმოებდა 43 კომპანიასთან, თუმცა, პროგრამაში მონაწილეობა სრულად 11-მა შეძლო. მათ შორის არიან როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
პროექტის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, გაიზრდება ყოფილ პატიმართა ამ ტიპის პროექტებში ჩართულობის მოტივაცია. გარდა ამისა, გაიზრდება ორგანიზაციების სოციალური პასუხისმგებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ სამიზნე ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში უფრო ლიბერალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ უმთავრესი მიზანი დანაშაულის პრევენცია და განმეორებით დანაშაულისაგან საზოგადოების დაცვაა. ყოფილი პატიმარი, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება, უკვე აღარ ჩაიდენს დანაშაულს, რაც ზრდის უსაფრთხო გარემოს ქვეყანაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაწყებულ პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა