ნორვეგიის განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგები შეჯამდა
საზოგადოება - 14:13, 11 Sep, 2014     1450

თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალურ დირექტორს კარი ბრუსტადს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები.

ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ამავე წლიდან, ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში. 2013 წლიდან ინკლუზიური განათლება ინერგება საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების სისტემაში.

ინკლუზიური პროფესიული განათლების გაძლიერებით, სამინისტრო ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის დეკემბერში რატიფიცირდა.

ბოლო წლებში ზოგადი განათლებოს საფეხურზე მიღწეული შედეგები:

გაიზარდა სკოლებში სსსმ პირთა რაოდენობა;

არსებობს და გაფართოებული შემადგენლობით მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი;

დაინერგა სსსმ პირთა შეფასების ინსტრუმენტები:

სკოლებში დასაქმდნენ სპეცმასწავლებლები;

გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენოპბა;

დაინერგა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.

პროფესიულ განათლებაში განხორციელებული ატივობები:

განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სსსმ და შშმ პირთა განათლების ხელშეწყობის მიზნით;

დაიხვეწა სსსმ და შშმ პირთა ჩარიცხვის მექანიზმი - 11 პროფესიულ სასწავლებელში 92 სსსმ და შშმ პირი უფასოდ ეუფლება პროფესიას;

პროფსაწავლებლების 250 პედაგოგმა სპეციალური გადამზადება გაიარა;

2014 წლის დეკემბრამდე, უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, 5 პროფესიული სასწავლებლის ადაპტირების პროექტები შეიქმნება;

7 პროფესიულ სასწავლებელში 2016 წლისთვის განხორციელდება სსსმ და შშმ პირებისათვის ფიზიკური გარემოს მოწყობა და სრული ადაპტირება;

სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს სსსმ და შშმ პირთა დასაქმების მიზნით;

2015 წელს იგეგმება მეწარმეობის პროექტების დაფინანსება სკოლისა და პროფესიულის საფეხურზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42