ზესტაფონში მცხოვრები ფიქრია საყვარელიძე სამართალდაცმველებს მის მიმართ მუქარაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მამუკა კამლაძე მას პაემანზე შეხვედრას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მეუღლის დაკავებით ემუქრებოდა.
„პაემანზე მტკიცე უარი განვუცხადე. ამის შემდეგ კი მითხრა, მაშინ შენს ოჯახს პრობლემები შეექმნებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ქმარი 10-მდე სამართალდამცველმა დააკავა, თვითონ კამლაძე კი დაკავების დროს ჩემს ქმარს სახეში ბოთლს ურტყამდა“, -აცხადებს საყვარელიძე. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახმა პროკურატურას საჩივრით უკვე მიმართა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან საყვარელიძის მეუღლის ცემის ფაქტი არ დასტურდება. რაც შეეხება შეტყობინებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ენინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






