წელს აჭარის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 12 პროექტს ახორციელებს
საზოგადოება - 12:06, 11 Sep, 2014     1741

საავტომობილოო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდა, პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

წელს, აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი სულ 222 მილიონი ლარის ღირებულების 12 პროექტს ახორციელებს.

რეგიონში მიმდინარეობს E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლით გზის ლოტი II მშენებლობა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და 2016 წელს დასრულდება. პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ლოტი II 19კმ მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია 19 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, დარჩენილია მხოლოდ სავალ ნაწილზე ასფლატ-ბეტონის დაგების სამუშაოები, მოეწყო 41 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელბი; ამ ეტაპზე მიმდინარეობს: 4 ხიდზე ხიმინჯების და ბურჯების მოწყობის სამუშაოები, 1 გვირაბზე ფერდის გამაგრების, მიწის მოწყობის სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის განვითარებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ზღვისპირა ზოლიდან შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს და მოძრაობა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გახდება მეტად კომფორტული და გზის დაფარვას გაცილებით ნაკლები დრო დასჭრიდება.

აჭარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 სხვადასხვა ობიექტზე ხორციელდება. ხუთივე სარეაბილიტაციო ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ზღვისპირა რეგიონში ნაპირსამაგრი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ხორციელდება 6 ობიექტზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42