"სითი პარკი" ახალი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე ნადირობს
საზოგადოება - 11:58, 11 Sep, 2014     3368

კომპანია „სითი პარკმა“ ავტომობილების ნომრების შეცვლა სათავისოდ გამოიყენა. რადგან ავტომობილების ახალი ნომრები ძველის სანაცვლოდ ამ კომპანიის ბაზაში არ არის დარეგისტრირებული, ყველა ახალნომრიანი მანქანა, რომელიც სადგომზე მოიხელთეს 10 ლარით დააჯარიმეს.

უხეში გათვლებით, ამ 10 დღეში „სითი პარკმა“ შესაძლოა 15 000-მდე ავტომფლობელი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან ამოცლილი 150 000 ლარია.

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 3 თვის წინ გააკეთა... „სითი პარკს“ თადარიგი უნდა დაეჭირა და ავტომფლობელები 1-ელ სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე გაეფრთხილებინა, რომ ვინც ნომერს შეცვლიდა პარკირების საშვი ახალ ნომერზე გადაეტანა.

კომპანია „სითი პარკმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება. კომპანია ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების მფლობელებს აფრთხილებს, რომ მათ პარკირების საშვი ახალ ნომერზე უნდა გადაიტანონ.

„ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით „სიტი პარკი“ შეახსენებს ავტომფლობელებს, რომ მათ პარკირების საშვი ახალ ნომრებზე უნდა გადაიტანონ. ამისთვის საჭიროა მოქალაქემ მიაკითხოს „სითი პარკის“ სერვისცენტრს კანდელაკის 47 ნომერში და წარმოადგინოს ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან, რომ ჩააბარა ძველი სახელმწიფო ნომრები და აიღო ახალი ნომრები. ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პარკირების საშვის გადატანა“,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო: გაზეთი "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42