"ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" ხელმძღვანელი და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ბესიკ ექსეულიძე საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტს ნოდარ თათვიძეს პასუხობს.
"რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა, ნოდარ თათვიძემ საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ განცხადება გაავრცელა, თითქოსდა საქართველოს უნივერსიტეტი არღვევს სტუდენტების უფლებებს და უკანონოდ უჩერებს მათ სტუდენტის სტატუსს. თათვიძე აღნიშნულ განცხადებას ავრცელებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიმართვის საფუძველზე და მოყვანილი ჰყავს ერთ-ერთი სტუდენტის ნინელი გორჯელაძის მიმართვა ლიგისადმი.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება არის არასერიოზული და უსაფუძვლო, რომელიც სინამდვილეს არ წამოადგენს და მე ვფიქრობ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტის უფლებების სახელს ატარებს აღნიშნულ არაარგუმენტირებულ განცხადებას არ უნდა ავრცელებდეს, პირველ რიგში აუცილებელია საკითხში კარგად გარკვევა და შემდგომ მისი გაჟღერება.
რაც შეეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ნურავის ნუ ეგონება, რომ უნივერსიტეტისთვის მისაღებია 150 სტუდენტის საფასურის დაკარგვა. ამაში ყველა დამეთანხმება ვისაც მცირედი ეკონომიკური განათლება გააჩნია, აღნიშნულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტს არ მისცეს დასაყრდენი, რომ მათთვის სტატუსი არ შეეჩერებინა. მათ კარგად იცოდნენ, რომ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა მოეთხოვება ივნისის თვეში. იმ შემთხევევაში თუ სტუდენტი სწავლის საფასურს ვერ იხდის, უნივერსიტეტში არსებობს სოციალურ საკითხთა კომისია, რომელიც განიხილავს სტუდენტების სწავლის საფასურის გადავადებას. თუ სტუდენტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სოციალური საკითხთა კომისიის შედეგად, რაც მხოლოდ ძალიან ცუდი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ხდება, მაშინ სტუდენტმა სულ მცირე 200 ლარი და არა სრული თანხა მაინც უნდა გადაიხადოს, რომ უნივერსიტეტმა ის ჩათვალოს თავის სტუდენტად და ჩასვას მომავალი სასწავლო წლის სიაში.ამ სტუდენტებმა სწავლის საფასურის სიმბოლური თანხაც არ გადაიხადეს რის შემდეგაც მრავალი გაფრთხილების შემდეგ უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ ისინი არ აპირებდნენ უნივერსიტეტში დარჩენას და თავისი რეგლამენტის მიხედვით შეუჩერა მათ სტუდენტის სტატუსი სანაცვლოდ კი უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი სტუდენტების ძიება იმ მიზნით, რომ სტუდენტთა რაოდენობა აღედგინა და დანაკლისი რაც მას მიადგებოდა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისგან აენაზღაურებინა, ეს არის სრულიად კანონიერი და წესდებით გაწერილი საკითხი. ახლა კი როდესაც გაახსენდათ უნივერსიტეტი ამ სტუდენტებს მათი სტატუსის აღდგენა შეუძლებელია ვინაიდან სტუდენტთა სალექციო ცხრილები განაწილებულია და მისი გადანაწილება ხელთავიდან შეუძლებელია და მათი სტატუსის აღდგენა განისაზღვრება მომავალი სემესტრიდან, როდესაც ახალი ცხრილების ფორმირება დაიწყება. ამიტომ ამ სტუდენტებმა, რომლის უმრავლესობას ძალიან ცუდი აკადემიუირ მოსწრებით ხასიათდებიან აღნიშნული ფაქტი უნდა დააბრალონ თავანთ უყურადღებობას აქ უნივერსიტეტის მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ აღინიშნება",- აღნიშნულია ექსეულიძის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული. სტატუსის აღდგენის მოთხოვნით სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტთან აქციაც გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები






