დაფინანსებასთან დაკავშირებით საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლებმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს. მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბარი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუპერლიგაში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური წერილი ფედერაციაში მხოლოდ ერთმა კლუბმა წარადგინა. სეზონისთვის მზადება კი სამმა კლუბმა დაიწყო.
კალათბურთელთა უკმაყოფილების მიზეზი სპორტის უწყების მიერ დღეს შეთავაზებული დაფინანსების ფორმა გახდა.
მინისტრის განცხადებით, ფედერაციასთან ერთად სამინისტრო აქტიურად მუშაობს „კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე", რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქედდება და რომელიც სამომავლოდ საქართველოში კლუბების დაფინანსების ისეთი ბაზისს შექმნის, რაც თავის მხრივ ქვეყანაში კალათბურთის სტაბილური განვითარების საფუძველი გახდება.
აღნიშნული პროექტი მოაწესრიგებს ეროვნული ჩემპიონატის პრობლემატიკას და ასევე ხელს შეუწყობს ინფრატსუქტურის, ბავშვთა და ახალგაზრდული კალათბურთის წინსვლასა და საკლუბო სისტემის დახვეწას.
ახლი პროექტი ამუშავებამდე კი, მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა უწყებრივი საკალათბურთო კლუბი კვლავ დაფინანსდება ამა თუ იმ უწყების მიერ, რადგან პრობლემა არ შეექმნას საქართველოს მოახლოებული ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, ხოლო 2015 წლიდან ახალი პროექტი ამუშავდება.
საკალათბურთო სუპერლიგის კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი 22 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები






