საქართველოს სოფლის მეურნეობაში ახალი, ებრაული ინვესტიციები გაჩნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:56, 10 Sep, 2014     2893

დღეს, ოთარ დანელიამ ებრაული კომპანიის, “LR GROUP“-ის ხელმძღვანელ პირებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უმასპინძლა. „LR GROUP“ - უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან მთელს მსოფლიოში წარმატებით ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით.

„1985 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ამერიკის კონტინენტზე. სოფლის მეურნეობა - ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში, სასოფლო-სამეურნეო პროექტებში მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დაბანდებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ჩვენი პირველი სამუშაო ვიზიტია საქართველოში და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ქართველ პარტნიორებთან მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს კომპანიის აღმოსავლეთ დეპარტამენტის დირექტორმა მარკ ველტმანმა.

„ის ფაქტი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა „LR GROUP“ დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით, ნათლად ადასტურებს, საქართველოში ჯანსაღი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას“, - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით დააფიქსირა მზადყოფნა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ახალი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42