ირაკლი ღარიბაშვილმა ოკაცეს კანიონი დათვალიერა
საზოგადოება - 18:54, 10 Sep, 2014     4281

ეს არის მართლაც უნიკალური ადგილი, საოცარი ბუნება და სილამაზე;მივმართო მოსახლეობას, აუცილებლად ეწვიონ ამ უნიკალურ ადგილს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ოკაცეს კანიონის დათვალირებისას.


დღეს მთავრობის მეთაური ხონში, სოფელ გორდში მდებარე ოკაცეს კანიონს ესტუმრა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო.


პრემიერ–მინისტრს ოკაცეს კანიონის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა. ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, პროექტის რეალური განხორციელება 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, გაკეთდა 250 მ სიგრძისდაკიდული ბილიკი, 550 მ კანიონსა და ტყეზე გამავალი ბილიკი, 2150 მ საფეხმავლო ბილიკი, პანორამული გადმოსახედი მდ. ოკაცეს ხეობაში.


ირაკლი ღარიბაშვილმა კანიონის შესასვლელთან მოწყობილი ინფრასტრუქტურა დათვალიერა. მისი განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდება დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, გაუმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - გაიხსნება საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, განვითარდება სხვა ტურისტული სერვისი, დასაქმდება მოსახლეობა.


მან მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ხოლო ტურისტებს ოკაცეს უნიკალური კანიონის დათვალირებისკენ მოუწოდა.


პრემიერ–მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ სამწუხარო ტენდენციას– ბუნებისადმი უდიერ მოპყრობას და განაცხადა, რომ გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები გამკაცრდება.


„ხშირად ვხედავთ როგორაა დაბინძურებული საქართველოს ბუნება, როგორ ვექცევით და ვაჩანაგებთ მას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ სიმდიდრეს, რომელიც ბუნებამ უშურველად გამოიმეტა ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ აქ მოსული ადამიანები გაითვალისწინებენ ამას,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42