თბილისის განვითარების ფონდის წესდებაში ცვლილებები შევიდა
საზოგადოება - 16:45, 10 Sep, 2014     2550

თბილისის განვითარების ფონდის დამფუძნებელსა და ფონდს შორის არსებულ ურთიერთობაში ცვლილებები შევიდა. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული ცვლილების თანახმად, ქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ფონდის თავმჯდომარე ვეღარ განსაზღვრავს საშტატო ნუსხას და სახელფასო განაკვეთს.

ამით ა(ა)იპ თ“ბილისის განვითარების ფონდის“ სახელფასო ბადე შესაბამისობაში მოვა მერიის ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების სისტემასთან. შედეგად, გამოირიცხება გამოგონილ თანამდებობებზე მაღალი ხელფასების გაცემა და ფუნქციათა დუბლირება.

ფონდის ხელმძღვანელის, თემურ ხომერიკის განცხადებით, არსებული სტრუქტურის რეორგანიზებით დაზუსტდა სამსახურის ქვედანაყოფების ფუნქციები, აგრეთვე, 16 ერთეულით შემცირდება საშტატო ნუსხა. მისივე თქმით, უკვე გათავისუფლდნენ გამოგონილ შტატებზე დასაქმებული თანამშრომლები, ხოლო განახლებული შრომითი ხელშეკრულებები გადაიხედა წესდებით დამტკიცებულ სტრუქტურასთან თავსებადობის კუთხით.

„სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზრდება სამსახურის ეფექტურობა, დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები, გაუმჯობესდება მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, სპონტანური საქმიანობიდან ფონდი გადავა პროგრამულ მართვაზე, პროექტები განხორციელდება ქალაქგანვითარების ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ისე დონორთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას,“- განაცხადა თემურ ხომერიკმა.

დღემდე არსებული წესდებით, ფონდის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო, საკადრო და სახელფასო საკითხები, დამფუძნებელთან შეუთანხმებლად, შრომითი ხელშეკრულებით დაერეგულირებინა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42