მკვლელი მეცოდება, მას ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს - ლაშა მახარაძის დედის კომენტარი
საზოგადოება - 13:24, 10 Sep, 2014     3173

დიდი ტრაგედიის შემდეგ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ პირველი კომანტარი გააკეთა.

როგორც "სარკესთან" საუბრისას გარდაცვლილის დედა ნინო დიდებულიძე აცხადებს, მის შვილს მკვლელთან კონფლიქტი არ ჰქონია.

„არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ. კონფლიქტი კი არა, ჩემი შვილი, თენგო, ციხეში იმ საწყალს პატრონობდა. ბიჭება ახლა მითხრეს, თენგო ციხიდან ღრიალ-ღრიალით რეკავდაო. პატარა ვაკელი ბიჭია და ჩემი შვილი პატრონობდა. თენგო რომ მოკვდა, მთელი ციხე დუღდა, ისეთი ბიჭი წავიდაო, ამბობდნენ. ახლაც, იცით, ციხე რა დღეშია? ის მკვლელი, ჯობს, სადღაც დაიმალოს და საერთოდ არ დაიჭირონ, მიწაში ჩაძვრეს და საერთოდ არ ამოძვრეს, მისთვის ასე აჯობებს. თენგო და ის სულაც რომ არ ყოფილიყვნენ ნაცნობები, ასეთი ტრაგედია მოხდა, კაცი ცოლ-შვილით ავარიაში დაიღუპა და მისი ერთადერთი ძმა როგორ უნდა მოკლა?! 29 აგვისტოს მთელი ოჯახი არაფრის გამო ამომიწყდა. დღისით, მზისით სახლში მოდიოდნენ, დასასვენებლად იყვნენ. თვენახევარი იქ იყო შვილიშვილი, წესიერად არც მინახავს, ჩავდიოდი-ჩამოვდიოდი...რა სისულელეა! ეგენი ციხეში ერთად არასდროს მსხდარან, თან იმ პერიოდში, "ცოცხებამდე", პატიმრებს ერთმანეთს აცემინებდნენ? ხმაურის გამო სცემდნენ პატიმრებს. ჩემი შვილი მიშას დროს იჯდა ციხეში. თანაც რატომ უნდა ეცემა? პირიქით - ვაკელი ბიჭია, პატარა არისო და ვინმეს რომ არ დაეჩაგრა, პატრონობდა. ეგ ბიჭი მაგრად მეცოდება. ჩემი შვილი საერთოდ არ მეცოდება იმიტომ, რომ თავის ძმასთან, ძმისშვილთან და რძალთან არის წასული. პირველ რიგში, მკვლელი მეცოდება. მან აქაურობაც ჯოჯოხეთად გაიხადა და იქაც გარანტირებული აქვს ჯოჯოხეთი“, - აცხადებს დიდებულიძე.


წყარო: ჟურნალი "სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42