სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე: ახალი პროგრამა და პირველი შედეგები სასჯელაღსრულების სისტემაში
საზოგადოება - 13:18, 10 Sep, 2014     805

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა 2020 წლისთვის სუიციდის მაჩვენებელი 10%-ით შეამცირონ.

მსოფლიო კამპანიის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სუიციდის პრევენციის მიმართულებით პირველი შედეგები შეაჯამა.

სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო, უკვე 5 დაწესებულებას ფარავს, ხოლო პროგრამის გუნდმა, რომელშიც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და ექიმები, ასევე რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომლები შედიან, 38 ადამიანის დახმარება შეძლო, რომელთაც სუიციდის მაღალი რისკი და წარსულში თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მათთან მუშაობა სუიციდის რისკის შემცირებით ან განეიტრალებით დასრულდა.

ამჟამად, პროგრამაში კიდევ 39 პატიმარია ჩართული, რომელთანაც მულტიდისციპლინური მუშაობა მიმდინარეობს. მათგან 5 არასრულწლოვანია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პროგრამის პირველი შედეგები ძალზე იმედისმომცემია. ამ ტიპის პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით აბსოლუტური შედეგი არსად არ აქვს, მაგრამ დახმარება, რომელსაც უწევენ პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს, სუიციდის განმეორების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. „მულტიდისციპლინური გუნდის დახმარებით მოხერხდა პროგრამაში ჩართული 77 ადამიანის კრიზისიდან გამოყვანა, რომელთაგან 9 არასრულწლოვანი იყო. სუიციდის პერევენციის პროგრამა მალე მთელი სასჯელაღსრულების სისტემის მასშტაბით გაფართოვდება“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის თქმით, „ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიც თვითმკვლელობის პრევენციაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პროექტი საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდეს და მოხარულები ვართ, რომ ამ ძალისხმევაში სამინისტრო მხარს გვიჭერს“.

2014 წელს სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე სასჯელაღსრულების სისტემაში პირველად აღინიშნა. ზოგადად ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების სისტემებში პატიმრებს შორის სუიციდის რისკი 8-10-ჯერ მაღალია, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 800 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, რაც აღემატება მკვლელობების და საომარ კონფლიქტებში გარდაცვლილთა ჯამურ მაჩვენებელს.

სუიციდის პრევენციის პროგრამა ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დახმარებით შემუშავდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42